ეირბას А-320-ის პილოტის ანდრეას ლიუბიცის ექიმისადმი მიწერილი წერილი გამოქვეყნდა

6 (1)გერმანულმა Bild-მა ანდრეას ლიუბიცის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც საფრანგეთში აფეთქებული Airbus A320-ის მეორე პილოტი იყო. წერილი არის ბოლო, რომელიც მან თავის მკურნალ ექიმს გაუგზავნა. ის 2015 წლის 10 მარტით თარიღდება.

“ღამით მაქსიმუმ ორი საათი მძინავს (თუმცა უკანასკნელი დღეები ესეც იშვიათად ხედბა). მეშინია, რომ დავბრმავდები და ამის შესახებ აზრები არ ამომდის გონებიდან, ამიტომ სტრესი მაქვს და ვერ ვიძინებ”- მიწერა ლიუბეცმა თავის ექიმს.
მან ასევე დაუსახელა ექიმს ის ანტიდეპრესანტები, რასაც იღებს და ეკითხება რა გააკეთოს ძილის ნორმალიზაციისთვის.

შეგახსენებთ, რომ Airbus A320, რომელიც კომპანია Germanwings-ს ეკუთვნოდა, ბარსელობა-დიუსელდორფის რეისის შესრულებისას, საფრანგეთის ალპებს შეაჯახა მეორე პილოტმა ანდრეას ლიუბეცმა.
თვითმფრინავის ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 6 წევრი. ყველა მათგანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში მაღაზიებმა ცელოფნის შეფუთვაში ხილის გაყიდვა შეწყვიტეს
შემდეგი სტატიასირიის ოპოზიცია კონსტიტუციის შესაქმნელად ჯგუფს ქმნის