ეგზიტპოლების მონაცემებით ლე პენის პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლების მონაცემებით ლე პენის პარტია ლიდერობს

ეგზიტპოლების მონაცემებით ლე პენის პარტია ლიდერობსმარინ ლე პენის ნაციონალური ფრონტი 13-დან 6 რეგიონში ლიდერობს საფრანგეთში დღეს გამართულ რეგიონალურ არჩევნებზე – ამის შესახებ ფრანგული არხი BFM ავრცელებს ინფორმაციას.

სხვადასხვა სააგენტოების მიერ გავრცელებული ეგზიტპოლების მონაცემებით, ლე პენის პარტია პირველ ადგილზეა და მას ხმების 30%-ს უწინასწარმეტყველებენ… მეორე ადგილზე ნიკოლა სარკოზის პარტია მოდის ხმების 27%-თ, მესამეზე კი – საფრანგეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის პარტიაა ხმების 23%-მდე.

თვითონ ლე პენმა შედეგებს “დიდებული” უწოდა: “ჩვენ მივაღწევთ ნაციონალურ ერთობას, რომელიც დღეს ასე მნიშვნელოვანია საფრანგეთისთვის” – განაცხადა პოლიტიკოსმა.

საფრანგეთის რეგიონალური არჩევნები ორ ტურად იმართება. 1910 მანდატისთვის 21,4 ათასი კანდიდატი იბრძვის 170 პარტიიდან. არჩევნების შედეგებს დაგაწყვეტს მეორე ტური, სადაც გამარჯვებული ხმების უბრალო უმრავლესობით გამოვლინდება… ამ შემთხვევისთვის კი,  სარკოზის კონსერვატიულმა პარტიამ, წინა არჩევნების მსგავსად, შესაძლებელია  არ დაუშვას ლე პენის პარტიის გამარჯვება და ოლანდის ,,სოციალისტებთან,, ერთად მოილაპარაკოს ადგილობრივი ხელისუფლების გადანაწილებაზე.

banner
წინა სტატიაშიერაყი თურქეთს “ნებისმიერი ზომებით” ემუქრება
შემდეგი სტატიაათენში,ქართველმა ემიგრანტებმა ჩამოხსნეს ბანერი წარწერით ,,Republic of Abkhazia” მის მაგივრად საქართველოს ეროვნული დროშა დაკიდეს