ეგვიპტურ ხურგადაში ტერორისტმა 2 გერმანელი ტურისტი მოკლა

,,ეურონიუსის,, ცნობით, ცნობილ ეგვიპტურ საკურორტო ქალაქ ხურგადაში ტერორისტული თვადასხმის შედეგად 2 ტურისტი მოკლულია ხოლო 4 დაჭრილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ხურგადის ერთ-ერთ სასტუმროში დანით შეიარაღებულმა ტერორისტმა, იქ მყოფი 2 გერმანელი ტურისტი მოკლეს და კიდევ 4 ადამანი დაჭრეს. დაჭრილთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქე ქალია.
როგორც ეგვიპტური პოლიცია აცხადებს, თავდამსხმელი დაკავებულია. ბოროტმოქმედი ახალგაზრდა მამაკაცია, დაახლოებით 20 წლის და ის, თვითმხილველთა ინფორმაციით, ყვიროდა არაბულ ენაზე: „გაიწიეთ, არ მინდა რომ ეგვიპტელები დაშავდნენ!“. ოფიცრის თქმით, დამნაშავეს შავი მაისური და ლურჯი ჯინსი ეცვა და ხელში დანა ეკავა.

ეგვიპტის შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავე სასტუმროს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი პლაჟის მხრიდან მიცურდა. ბოლო ინფორმაციით, გარდაცვლილია ორი გერმანელი ტურისტი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ორი უკრაინელი ტურისტის გარდაცვალების შესახებ. თუმცა, ეგვიპტეში უკრაინის ელჩმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურა.

banner
წინა სტატიაში,,ინტერ რაო,, საქართველოს ხელისუფლებისაგან 120 მილიონ დოლარს ითხოვს
შემდეგი სტატია,,ქართველობას,, უღირსი ქართველები გვართმევენ- რა მოხდა თბილისის ავტოსადგურში