ეგვიპტის საგარეო უწყებამ კარპატოსზე თვითმფრინავის ნაწილების პოვნის შესახებ განაცხადა

ეგვიპტის საგარეო უწყებამ კარპატოსზე თვითმფრინავის ნაწილების პოვნის შესახებ განაცხადა

1ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციამ ქვეყნის საგარეო უწყებიდან ოფიციალური წერილი მიიღო, სადაც საუბარია იმაზე, რომ EgyptAir-ის თვითმფრინავი, რომელიც გუშინ რადარებიდან გაქრა, ბერძნულ კუნძულ კარპატოსზეა აღმოჩენილი – EgyptAir-ის ოფიციალურ გვერდზეა ნათქვამი. ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრების ოჯახებს უკვე დაეგზავნათ ინფორმაცია. თვითმფრინავის ნამსხვრევების ძებნას აგრძელებენ ეგვიპტელი და ბერძენი სპეციალისტები.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ თვითმფრინავი რადარებიდან გაქრობამდე უცნაურ მანიოვრებს აკეთებდა.
ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია თვითმფრინავის მდგომარეობის შესახებ ცნობილი არ არის.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში, ზუგდიდში, პოლიციის შენობასთან ხმაურია
შემდეგი სტატიამარინ ლე პენი: ევროკავშირი დაინგრევა