ეგვიპტის პრეზიდენტი გასაყიდად გაიტანეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 25, 2016 23:12 განახლებულია

ეგვიპტის პრეზიდენტი გასაყიდად გაიტანეს

11ეგვიპტის პრეზიდენტის აბდელ ფატახ ას-სისის გაყიდვის ლოტი ინტერნეტ აუქციონ eBay-ზე გამოჩნდა – წერს Foreign Policy.
როგორც გამოცემა წერს, ამის მიზეზი ქვეყნის მეთაურის განცხადება გახდა, რომელიც მან 24 თებერვალს დილით ადრე გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ მან გადაწყვიტა ეგვიპტის ვალის გამო შემნილი კრიზისი ნებისმიერი ხერხით მოაგვაროს, ამისათვის საკუთარი თავის გაყიდვაც რომ დასჭირდეს.
ქვეყნის ლიდერის განცხადება მასობრივი ხუმრობების და დაცინვის წყალო გახდა სოციალურ ქსელებში.
მისი განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ას-სისი ინტერნეტ აუქციონში გაიტანეს გასაყიდად, რომლის მსვლელობის მანძილზე ლოტის ღირებულება 100 ათას დოლარამდე გაიზარდა.
გამყიდველს ვებ-გვერდზე «dr_motown» ქვია, გასაყიდი “ნივთი” კი დახასიათებულია როგორც “ოდნავ ნახმარი”, ფელდმარშალი და სამხედრო წარსულის მქონე ფილოსოფიის დოქტორი.

ინტერნეტ გვერდის ხელმძღვანელობამ ვერ დააფასა კლიენტის იუმორი და მისი გვერდი წაშალა საიტიდან.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 25, 2016 23:12 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics