ეგვიპტეში ნავის გადატრიალების შედეგად 80-მდე მიგრანტი დაიღუპა

ეგვიპტეში ნავის გადატრიალების შედეგად გარდაცვლილი მიგრანტების რიცხვმა 80-ს მიაღწია – დღეს საინფორმაციო სააგენტო Al Watan-ი ავრცელებს.
ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ტრაგედიის ადგილზე მაშველები ამ წუთამდე მუშაობენ, ამიტომ, გარდაცვლილთა რიცხვი ჯერჯერობით უცნობია. ათეულობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
სხვადასხვა მონაცემებით, ნავის ბორტზე 450-დან 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ძირითადად სირიელები და ეგვიპტის მოქალაქეები. სავარაუდოდ, ისინი იტალიისკენ მიემართებოდნენ.
მაშველებმა დაახლოებით 150 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

banner
წინა სტატიაშისეული კიმ ჩენ ინის ლიკვიდაციისთვის მზად არის
შემდეგი სტატიასირიაში ჰუმანიტარული დაბომბვის ადგილას რუსული ბომბის ნარჩენები იპოვეს