ედიშერ თოლორაია “ოცნებას” ტოვებს?!

,,თაიმერის,, კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ხვალ ზუგდიდში დაგეგმილ “ქართული ოცნების” კონფერენციაზე პარტიის ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, ედიშერ თოლორაია პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს დაემშვიდობება. ამასთანავე, თოლორაია თანაპარტიელებს დაასწრებს და თავის თანამოაზრეებთან ერთად პარტია “ქართულ ოცნებას” დატოვებს -ამის შესახებ ინფორმაცია “თაიმერს” თოლორაიასთან დაახლოვებულმა პირმა განუცხადა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

მისი ინფორმაციით, მოქმედმა პარლამენტარმა თანამოაზრეებს პარტიის დატოვებისკენ მოუწოდა, დიდი ალბათობით, ისინი თოლორაიას მოწოდებას გაყვებიან და ამით გუბერნატორობაზე მეოცნება და ხელისუფლებაზე განაწყენებული თოლორაია პარტიას თავისებურად “დასჯის”. რატომ აწყობდა ორად გაყოფილ პარტიას თოლორაიას თავმჯდომარეობიდან გადაყენება ჯერჯერობით უცნობია. ხალიჩის ქვევით ბრძოლაში გამარჯვებულს რამდენიმე საათში გავიგებთ და ბევრ კითხვაზე გვეცოდინება პასუხი.

“მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ უკვე ყველაფერი გარკვეულია და შეგვიძლია წინასწარ ვინმეს გამარჯვება მივულოცოთ, ან ვინმეს დამარცხება მივუსამძიმროთ,”-აცხადებს “თაიმერის” წყარო.

banner
წინა სტატიაშიტერორისტ სალახ აბდესლამს 20 წელი მიუსაჯეს
შემდეგი სტატიატორონტოში მიკროავტობუსს 9 ადამიანი ემსხვერპლა