ეჭვს არ იწვევს, რომ მთელი ინფორმაცია ჩვენ მებრძოლებზე, რუსეთის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსეთს – მიხეილ სააკაშვილი

რუსეთმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეიკლ სააკაშვილს წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში მასალები გააგზავნა

ცოტა ხნის წინ, გიორგი ცერცვაძის საქმეზე განცხადება გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილი აღნიშნულ ფაქტს “ტრაგედიას” უწოდებს.

„გია ცერცვაძეს ვიცნობთ ჩვენ იმიტომ, რომ ის ერთ-ერთი აქტიური მებრძოლი იყო 95-ე აერომობილურ დანაყობთან ერთად უკრაინის შეირაღებული ძალების, მონაწილეობდა მრავალ სპეცოპერაციაში. ჯერ როგორც მებრძოლი, შემდეგ როგორც ინსტრუქტორი. გიას აქვს დიდი დამსახურებები საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის ომში. ეჭვს არ იწვევს საერთოდ, რომ მთელი ინფორმაცია ჩვენ მებრძოლებზე, რუსეთის მოთხოვნით, საქართველოს მთავრობამ გადასცა რუსეთს იმიტომ, რომ ასეთი მონაცემები ოფიციალური უწყებების გარდა, საქართველოში არა აქვს არავის. მაგრამ ეს არ არის პირველი შემთხვევა.

დავით საყვარელიძე არის უკვე კონტაქტზე უკრაინის გენერალურ პროკურორთან და იმედი მაქვს, რომ გიას გაუშვებენ. მაგრამ საკითხი არის ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე ის, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევებში ხდება. მე ვიცი დანამდვილებით და ამაზე მაქვს ბევრი ინფორმაცია, რომ მთავარი დავალება, რომელიც აქვს წულუკიანს ივანიშვილისგან, ეს არის ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში ქართული მხარის გამტყუნება, ქართველი მებრძოლებისგან გამტყუნება. თეა წულუკიანი ამაზე მუშაობს ბოლო რამდენიმე წელიწადია, გადადგა მთელი რიგი ნაბიჯები ამ მიმართულებით და ეს არის ივანიშვილის გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ივანიშვილს, რა თქმა უნდა, დავალება აქვს თავის პატრონებისგან მიღებული კრემლიდან, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან დაინტერესებული ამ საკითხით. მე ვფიქრობ, თვითონ საქართველოს საზოგადოებამ უნდა განსაჯოს, რა ფენომენთან აქვს საქმე საქართველოს დღევანდელ ე.წ. მთავრობის სახით,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგაკვირვებას იწვევს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება – მამუკა მდინარაძე მარგველაშვილის ვეტოზე
შემდეგი სტატია“მაქსიმალურად გამოვიყენებ ჩემს კონტაქტებს უკრაინაში, რომ დავეხმარო გიორგი ცერცვაძეს”