ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლს 4 ჭრილობა მიაყენა

თელავში, 40 წლის კაცმა 26 წლის მეუღლე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა წუხელ მოხდა. გოგოს 4 ჭრილობა სხეულის რამდენიმე ადგილზე აქვს მიყენებული.

ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმეა.

დაჭრაში ბრალდებული კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

banner
წინა სტატიაში(VIDEO) ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების კადრებს პროკურატურას წარუდგენს – რას აცხადებს თვითმხილველი
შემდეგი სტატიაპენიტენციურ დაწესებულებებში სააღდგომო ამანათების მიღება მიმდინარეობს