“ეჭვი მეპარება სიმართლეში”- კახა კალაძე გიორგი პაპუაშვილის განცხადებას ეხმაურება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას ვიცე-პრემიერი გამოეხმაურა. კახა კალაძეს გიორგი პაპუაშვილის განცხადების სიმართლეში ეჭვი ეპარება:

„ეჭვი მეპარება სიმართლეში. ასევე პრემიერმა გააკეთა განცხადება, ტელეფონით ესაუბრა ბატონ პაპუაშვილს, თუ მას გააჩნია მტკიცებულებები, რომ ვიღაცა მოსამართლეებს რაღაც ფორმით აშანტაჟებს, არის ზეწოლა, უნდა მიმართოს მთავარ პროკურატურას, თუ არსებობს ამის ნიშნები მთავარმა პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, შესაბამისად, ყველა დამნაშავე იქნება დასჯილი,“- განაცხადა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის საფეხბურთო კლუბის იუბილე აღინიშნა
შემდეგი სტატიააშშ-ს ავიადარტყმებს სირიაში 85 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა