,,ეჭვი მაქვს, დღეს რიმას მძიმე საღამო ექნება”

ლამბერსექსუალური იმიჯი

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის რიმა ბერიძის განცხადებას 1,18 ლარიან მენიუსთან დაკავშირებით ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“სულ არ მგონია,რომ მთელი ხელისუფლება ისე აზროვნებს და ისე ფიქრობს, როგორც რიმა, რომ ლარი და 18 თუ 40 თეთრია საჭირო ადამიანის დღიური კვებისთვის..უბრალოდ,ვერ ვხვდები, რატომ არ გამოდიან ეს წესიერი ადამიანები ხელისუფლებიდან ხშირად ეთერებით და რატომ უთმობენ ხალხთან სასაუბროდ ტელეეკრანებს ისეთებს, ვინც ასეთ უცნაურ განცხადებებს და მენიუს აკეთებენ.

რიმას განცხადებაზე გამახსენდა…ერთ-ერთი დეპუტატის მსგავსი განცხადებების მერე, როცა ის დეპუტატი გარე მოვაჭრეებს გრანტების დაწერას ურჩევდა და გადაკვალიფიცირებას, მახსოვს ჩემი არაერთი ამხანაგ-მეგობარი ხელისუფლებიდან, როგორ გამწარდა ამ განცხადებებზე და როგორ იყო აღშფოთებული……სახელს და გვარს არ ვიტყვი ცხადია, სულ რომ მაწამონ, რომ უხერხულობაში არ ჩავაგდო ის წესიერი ადამიანი, მაგრამ ერთმა სახელისუფლებო გავლენიანმა ჩინოვნიკმა მაშინ მითხრა, ამ გარე მოვაჭრეებს რომ ვუყურებდი და გული მქონდა შეკუმშული და ამ დროს ჩვენმა დეპუტატმა, ფეხები მეც მეყინებაო, რომ უთხრა, სიმწრისგან კაბინეტში ტელევიზორს კინაღამ პულტი ვესროლეო, მაშინ შოკში იყვნენ და ეჭვი მაქვს, დღეს რიმას მძიმე საღამო ექნება….გამოდით ხალხო, ხშირად გადაცემებში თქვენ, ვინც,ზუსტად ვიცი რომ სხვანაირად ფიქრობთ და ძალიან მაღალი პოსტები გიკავიათ და არ აფასებთ ადამიანს დღეში ლარად და რამოდენიმე თეთრად, თორემ გაგიჟდა ხალხი ამ ტიპის განცხადებებით და მენიუთი”, – წერს გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშიბათუმის საფეხბურთო სტადიონი თურქული კომპანია BAHADIR KUL ARCHITECTS-ის პროექტით აშენდება
შემდეგი სტატიათბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური განცხადებას ავრცელებს