EBRD-ი საქართველოსთან მიმართებაში ახალ სტრატეგიას ამტკიცებს, რომელიც მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას ეყრდნობა

კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორის, ბრუნო ბალვანერას განცხადებით, EBRD-ი სრულად იზიარებს საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამოქმედო გეგმას ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით.

„გუშინ საქართველოს ბიზნესასოციაციის ოფისის გახსნას დავესწარი. აღნიშნული ასოციაცია საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ მეწარმეებს აერთიანებს. ხსენებულ ბიზნესმენებს, მეწარმეებსა და აქციონერებს აერთიანებს თავიანთ ქვეყანაზე ზრუნვის სურვილი. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრს მიეცა შესანიშნავი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია საქართველოს მომავალთან დაკავშირებით. მის ამ რწმენას იზიარებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც და ჩვენ წარმოვადგენთ ახალ სტრატეგიას. იმედია, დოკუმენტი შემდეგ კვირაში, ლონდონში დამტკიცდება. ჩვენი სტრატეგია ეყრდნობა რეფორმის იმ ოთხ ძირითად მიმართულებას, რომელზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამთავრობო სტრატეგიის ფარგლებში ისაუბრა. ჩვენ გამოვყავით გარკვეული მიმართულებები“, – განაცხადა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, ბრუნო ბალვანერამ.

banner
წინა სტატიაშიკომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს