EBRD-ის პრეზიდენტი: თქვენი ქვეყნის წარმატება, ჩვენი ბანკის წარმატება გახლავთ

EBRD-ის პრეზიდენტის სერ სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, საქართველოს წარმატება EBRD-ის წარმატებაა, რადგან ეს ქვეყენასა და ბანკს შორის წარმატებული პარტნიორობის შედეგია.

ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.

„საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი, ხანგრძლივი ისტორია, რომელიც მან გაიარა ტრანსფორმაციის გზაზე, მან შეინარჩუნა თავისი კულტურის მდგრადობა და მისი უწყვეტობა. თუკი ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე, რომელიც უკვე 25 წელია, ვითარდება, შეიძლება ითქვას, რომ მას აქვს ძალიან კარგი გრძელვადიანი ხედვა და მოწადინება. რა თქმა უნდა, წინ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. საქართველოს შეუძლია იამაყოს იმ შედეგებით, რომელსაც მან უკვე მიაღწია. თქვენი ქვეყნის წარმატება, ჩვენი ბანკის წარმატება გახლავთ, რადგან ეს არის ხანგრძლივი პარტნიორობა, ინვესტიციები, რეფორმები, როგორც იცით, EBRD-მა მოახდინა 2.6 მილიარდი ევროს ინვესტირება საქართველოში და გარდა ამისა, მრავალი სხვა ინვესტორიც შემოიყვანა ქვეყანაში“,-განაცხადა ჩაკრაბარტიმ

banner
წინა სტატიაშისერგო რატიანი ფოთის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს
შემდეგი სტატიაგიორგი ახვლედიანი: NDI და IRI საქართველოში “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებაზე მუშაობენ