EBRD-იმ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.3%-მდე შეუმცირა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში 2.3%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი.

რაც შეეხება 2016 წელს EBRD-ის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.6%-ით განისაზღვრა.

EBRD-ის მიერ გამოქვეყნებულ “რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების” ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელს საქართველოში რეალური მშპ-ს ზრდა სავარაუდოდ, 2.3%-მდე, 2016 წელს კი – 2.6%-მდე შემცირდება. EBRD-ის იანვარში გაკეთებული პროგნოზის თანახმად, საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდის პროგნოზი 4.2% იყო.

ანგარიშის თანახმად, 2015 წელს სტაგნაცია 35 ქვეყანაშია მოსალოდნელი.

“ევროზონაში მონეტარული შეზღუდვების შემსუბუქების წყალობით, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკური პერსპექტივები უფრო ოპტიმისტური ხდება, თუმცა რეგიონის აღმოსავლეთით განვითარება, რუსეთის გაზრდილი რეცესიის გამო უარესდება”, – ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს “რეგიონული ეკონომიკური პერსპექტივების” ანგარიშის თანახმად აზერბაიჯანში 2015 წელს 2.8%-იანის ნაცვლად 1.5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი, სომხეთში კი ნაცვლად 3.4%-სა -1.5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3632 ლარია
შემდეგი სტატიახათუნა ლაგაზიძე: ხელისუფლება ლარის კიდევ გაუფასურებას ელოდება და შემდეგ შეცვლის მინისტრებს