ებრაელმა დიპლომატმა ბორის ჯონსონს “იდიოტი” უწოდა და მისი მოადგილის “ჩამოშორება” გადაწყვიტა

ებრაელმა დიპლომატმა შაი მასოტმა, ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ბორის ჯონსონს “იდიოტი” უწოდა – ასეთი შეფასება ერთ-ერთ ბრიტანელ ჩინოვნიკთან შეხვედრაზე გააკეთა – წერს The Independent-ი.

მასოტი ბრიტანელ ჩინოვნიკს მარია სტიცცოლოს ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში 2016 წლის ოქტომბერში შეხვდა. შეხვედრას მესამე პირიც ესწრებოდა, რომელსაც რიბინს ეძახიან და რომელიც Al Jazeera-ს რეპორტიორი იყო, სავარაუდოდ, ებრაელებისადმი მეგობრულად განწყობილი ლეიბორისტების წარმომადგენელი. დიალოგი რობინმა ფარულად გადაიღო. ჟურნალისტის ექვსთვიანი გამოძიება მალე გამოქვეყნდება.

ებრაელმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ბრიტანული დიპლომატური უწყების ხელმძღვანელი ბორის ჯონსონი “იდიოტია, რომელიც არაფერს აკეთებს”, ამასთანავე, ხაზი გაუსვა, რომ ის “ზოგადად კარგია”, რადგანაც ისრაელს მხარს უჭერს. შემდეგ დიალოგი სხვა თემას შეეხო, თუ როგორ “მოიშორონ” პარლამენტის რამდენიმე ჩინოვნიკი, მათ შორის, მინისტრის მოადგილე სერ ალანა დუნკანი, რომელიც პროპალესტინური პოზიციით არის ცნობილი და ისრაელს ხშირად აკრიტიკებს.

როგორც ცნობილი გახდა, ბრიტანეთში ისრალეის ელჩმა მარკ რეგევმა, “ალ ჯაზირას” ცნობით, დუნკანს ბოდიში მოუხადა მომხდარის გამო.
ბორის ჯონსონი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად 2016 წელს დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიირანის ყოფილი პრეზიდენტი რაფსანჯანი საავადმყოფოში გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარომის პაპმა ბრინირებულ პაპამობილზე უარი თქვა