ებრაელი ჯარისკაცი, რომელმაც დაჭრილი ტერორისტი მოკლა, დამნაშავედ ცნეს

თელ-ავივის სამხედრო სასამართლომ დღეს, 4 იანვარს დამნაშავედ ცნო ელიორ აზარია, რომელმაც დაჭრილი პალესტინელი ტერორისტი მოკლა. გასროლის მომენტისთვის პალესტინელი, რომელიც ებრაელი ჯარისკაცების თავდასხმაში მონაწილეობდა, რომლის შემეგადაც ერთ-ერთი მათგანი დაიჭრა, განიარაღებული იყო და მიწაზე იწვა. ინციდენტის ვიდეო გადაიღეს, რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია.

სასამართლოს აზრით, აზარია მკვლელობაშია დამნაშავე. სასჯელის ვადა მას ერთი თვის მანძილზე დაუდგინდება. ჯარისკაცს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ამასთანავე, თელ-ავივში აქცია გაიმართა, სადაც აზარიას დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვენ. პოლიციამ ორი დემონსტრანტი დააკავა.

banner
წინა სტატიაშიThe Daily Mail: ევროპაში “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურმა და 400 ბოევიკმა შეაღწიეს
შემდეგი სტატიაბერლინში სავარაუდო ტერორისტების სასამართლო მიმდინარეობს