,,ებოლა,, დამამარცხებულია… ვაქცინა 100%-თ ეფექტური აღმოჩნდა

სამედიცინო ჟურნალ Lancet-ის ცნობით, ამერიკელმა, ინგლისელმა, ფრანგმა, გერმანელმა, შვეიცარიელმა და ბელგიელმა მეცნიერებმა, გვინეასა და სიერა-ლიონეში 6000 ადამიანზე გამოსცადეს ,,ებოლას,, ვირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა – rVSV-ZEBOV, რომელიც 100%-თ ეფექტური აღმოჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ექიმების მიერ შექმნილი ორი საკონტროლო ჯგუფიდან ერთ-ერთში, რომელზეც ზემოხსენებული ვაქცინა იყო გამოყენებული, დაავადების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირდა… ხოლო მეორე ჯგუში, რომელიც ასევე 6000 ადამიანისაგან შედგებოდა და რომლესაც ვაქცინაცია არ გაუვლია, ,,ებოლას,, ვირუსის 23 შემთხვევა დაფიქსირდა.
წყაროს ცნობით, ახალი პრეპარატი სერთიფიცირებას უახლოეს ხანებში გაივლის და მის სერიულ გამოშვებას გერმანული კომპანია Merck-ი 2017 წლიდან დაიწყებს.

banner
წინა სტატიაშისენაკის ბიუჯეტში გამგებლის ,,ოჯახური პრიორიტეტები,,
შემდეგი სტატიაოთხი გარდაცვლილი და ერთი დაშავებული-ავარია ურეკთან