ე.წ.საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ერთი პირი დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი, 29 წლის ნიკოლოზ წიკლაური დააკავეს.

ადგილობრივების განცხადებით, წიკლაურის დაკავება იმ დროს მოხდა, როდესაც იგი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა.

ამ დროისათვის წიკლაური ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. მომხადრის შესახებ საქმის კურსშია შსს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

banner
წინა სტატიაშიგერმანია ოლიმპიურ კომოტეტს რუსეთის მიმართ მკაცრი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატია“ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების მიზანია კერძოდ, გიგი უგულავას და “რუსთავი 2″-ის საქმეების გაჭიანურება”