ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა 43 წლის მამაკაცი დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი, 43 წლის მალხაზ ლეჟავა დააკავეს. მისი აყვანა ე.წ. საზღვრის სიახლოვეს იმ დროს მოხდა, როდესაც იგი საქონელს მწყემსავდა

.ლეჟავას დაკავებას მისი თანასოფლელიც შეესწრო და მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა. მისი თქმით, დაკავებულს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და მისი აყვანა ქართველი სამართალდამცავების კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.

banner
წინა სტატიაშიგანმუხურის საარჩევნო უბანზე რძალი მულს ხმის მიცემაში დაეხმარა
შემდეგი სტატიახაშურში ქალმა მამაკაცს ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენა