ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი პირი დააკავეს. გიორგი თოთლაძე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი.
დაკავებულის ოჯახის წევრების თქმით, თოთლაძე, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა თავად გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რა დროსაც რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს.
დაკავებულის მამის, ამირან თოთლაძის თქმით, ვლადიკავკაზში მცხოვრებმა ნათესავებმა ე.წ. ჯარიმისთვის მოთხოვნილი თანხა უკვე გადაიხადეს და გიორგი თოთლაძის გათავისუფლებას დღეს საღამოს ელოდებიან.

banner
წინა სტატიაშისაბურთალოს სასაფლაოსთან დაჭრილ პირებს ოპერაცია უტარდებათ
შემდეგი სტატია“კელენჯერიძე აცხადებს, რომ შეწყალების მომენტში ეკა ბესელიამ მიიღო ძვირადღირებული საჩუქრები”- კილაძის დაკითხვა დასრულდა