ე.წ საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული სამი ადამიანი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულთა საქმეს ცხინვალის დე ფაქტო სასამართლო უახლოეს დღეებში განიხილავს.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა ოს ძალოვანებთან დაკავშირება მოახერხეს. მათ იმედი აქვთ, რომ სასამართლო მხოლოდ ჯარიმით შემოიფარგლება.

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის სამი ადამიანია დაკავებული. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრები დავით თაზიაშვილი და აკაკი ბოლოთაშვილი, ასევე გორში მცხოვრები ხვიჩა ქერდიყოშვილი.

რუსმა სამხედროებმა სამივე იმ დროს დააკავეს, როდესაც მათ ე.წ.საზღვრის გასწვრივ სატვირთო მანქანით სამშენებლო ქვიშა მიჰქონდათ.

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სატვირთო მანქანაც გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი განათლების სამინისტროს მიმართავს, სასკოლო სახელმძღვანელოდან სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი ფრაზები ამოიღოს
შემდეგი სტატიაცესკო-ს თავმჯდომარემ ორი წლის განმავლობაში ანაზღაურების სახით 329,520.55 ლარი მიიღო