ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით იტალიაში იმყოფებოდა

ცხინვალის რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ დიმიტრი მედოევმა, ზემოდხსენებული უწყების მეთაურმა, იტალიაში ყოფნის დროს რამდენიმე ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, ქალაქ პეზაროში გახსნილ ოს მხატვართა ნამუშევრების გამოფენაში. ოსური მედიის ცნობით, მედოევი შეხვდა პოლიტიკური და კულტურული წრეების წარმომადგენლებს, თუმცა არ არის დაკონკრეტებული კერძოდ რომელ პოლიტიკოსს ან კულტურის მოღვაწეს შეხვდა.
მედოევის განცხადებით, მისი ვიზიტი მიზნად ისახავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო კავშირების გაღრმავებას როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც.

banner
წინა სტატიაშიიტალიის ქალაქი პეზარო ოსი მხატვარების ნამუშევართა გამოფენას მასპინძლობს
შემდეგი სტატიანიკა მელია: გელა თოლორაიამ გოგა ნაჭყებიასგან 100 ათასი დოლარი აიღო