ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ადმინისტრაციული ერთეულისთვის სახელის გადარქმევის მიზნით რეფერენდუმს ჩაატარებს

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ადმინისტრაციული ერთეულისთვის სახელის შეცვლის მიზნით რეფერენდუმს ჩაატარებს. “ჩვენ რესპუბლიკის პოლიტსაბჭოს შეკრებას ვაპირებთ, ასევე საზოგადოებრივი და პოლიტიკური პარტიების შეკრებას, რომლებიც არ საბჭოში არ შედიან, რომ სახელის შეცვლის საკითხი განვიხილოთ. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით საკითხი რეფერენდუმზე გავა. რადგანაც, სახელის გადარქმევა კონსტიტუციის საკითხია, ეს რეფერენდუმის გარეშე არ გამოვა” – ამბობს დე-ფაქტო პრეზიდენტი. მისი თქმით, პოლიტსაბჭოს შეკრება 2017 წელს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიინგლისში 101 წლის მამაკაცი ბავშვების გარყვნაშია ბრალდებული
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან დევნილი წარმატებული სპორტსმენები და სპორტის მუშაკები საპატიო სიგელებით დაჯილდოვდნენ