ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან პირობით საზღვარს 2 სექტემბრამდე დაკეტავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, საქართველო-სამხრეთ ოსეთის დროებითი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დღეიდან პარასკევ დილამდე დაიკეტება.
“ცოდნის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი საზეიმო ღონისძიებების გამო, უსაფრთხოების ზომების გამტკიცებისათვის, საქართველოსთან მოძრაობა შეიზღუდება” – უწყების პრეს-სამსახური ავრცელებს.
დროებითი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მუშაობა 2 სექტემბერს 07.00 საათიდან აღსდგება.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთის ეკონომიკის მინისტრი საპრეზიდენტო მარათონის გამო გადადგა
შემდეგი სტატიასაქართველოში სომხეთის ელჩი ურანის საქმეზე ბრალდებულის განთავისუფელების შუამდგომლობით პროკურატურას მიმართავს