ე.წ. რუსმა და აფახაზმა მესაზღვრეებმა სკოლის მოსწავლეები გაათავისუფლეს

17090096ე.წ. რუსმა და აფახაზმა მესაზღვრეებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრი სკოლის მოსწავლეები მშობლებს უკვე გადასცეს – ამის შესახებ „მოამბის” ჟურნალისტი ნატო ბერულავა ადგილიდან იუწყება.

გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მკვიდრნი, ძმები ყალიჩავები, ორსანტია-ოტობაიას დამაკავშირებელ ხიდზე არსებულ რუსულ საგუშაგოზე დღეს დილით გააჩერეს და დარჩელში სკოლაში არ გაუშვეს. მიზეზად სპეციალური საშვების არქონა დასახელდა.

როგორც „მოამბის” ჟურნალისტი იტყობინება, მას შემდეგ, რაც ბავშვების მშობლებმა შესაბამისი საბუთები წარადგინეს, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ძმები ყალიჩავები მშობლებს გადასცეს.

არასრულწლოვნები რუსულ ბაზაზე 4-5 საათის განმავლობაში ჰყავდათ გაჩერებული.

banner
წინა სტატიაშიფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
შემდეგი სტატიაე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე მთავარმა პროკურატურამ დავით დევნოზაშვილი დააკავა