ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები – ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ე.წ. ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულები – ზურაბ ჯამალაშვილი და ირაკლი ფხალაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მათ 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ, რის საფუძველზეც მოსამართლემ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც პროცესის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ირაკლი ფხალაძემ განაცხადა, ის 9 თვის განმავლობაში პროკურატურის ტყვე იყო.

”9 თვეზე მეტია საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს და პროკურატურამ შეგნებულად არ დაკითხა თავისი მოწმეები. რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი. ვთვლი, რომ ვიყავი 9 თვის განმავლობაში პროკურატურის პირადი ტყვე. არ მომცეს საშუალება ამ საქმეზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩამეტარებინა და წარმომედგინა ის მტკიცებულებები, რომლებიც ნათელს მოჰფენდა საქმეს. 16 წელია საადვოკატო საქმიანობას ვეწევი და ასეთი სიტუაციები ჩემთვის უცხო არ არის. აქედან გამომდინარე, ვთვლი, რომ გამოძიებას მტკიცებულებები არ აქვს და ალბათ, ამ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგება”, – განაცხადა ირაკლი ფხალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი NDI-ის პრეზიდენტს ჯენ ვოლაკს შეხვდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი ინალკოში ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა