ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თათუხაშვილის ძმები დისტანციური მეთოდით დაიკითხებიან

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს განიხილავს დღეს პირველი ინსტანცია. დღევანდელ სხდომაზე სკაიპით დაიკითხებიან შალვა თათუხაშვილის ძმები და ასევე მისივე მეგობარი გიორგი ასლამაზიშვილი.

დაცვის მხარის მტკიცებით, მოწმეები დაადასტურებენ, რომ შალვა თათუხაშვილმა გარდაცვალებამდე დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა, რაც ადვოკატების განმარტებით, გაამყარებს საქმის პოლიტიკური მოტივირებულობის ვერსიას.

22 დეკემბერს წინასწარი პატიმრობის ვადა ეწურება გიორგი დგებუაძეს. ბრალდების მტკიცებით, ამ დრომდე საქალაქო სასამართლო საქმის განხილვას დაასრულებს.

banner
წინა სტატიაშიბანკებში დოლარის ფასი 2.7-ს, ხოლო ევროს ფასი 2.9-ს უახლოვდება
შემდეგი სტატიაეროვნული ბანკი სესხის ლარში გადატანის თემასთან დაკავშირებულ კითხვებსა და პასუხებს აქვეყნებს