ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი ხრიკია და ის მმართველმა პარტიამ ყურადღების გადასატანად მოიფიქრა

”პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” წევრი და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა ხაზარაძე აცხახდებს, რომ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი ხრიკია და ის მმართველმა პარტიამ ყურადღების გადასატანად მოიფიქრა.

”ეს მემორანდუმი თავისი შინაარსით უპირველესად მმართველ პარტიას ეხება. თუ ვინმე ახდენს ზეწოლას პოლიტიკურ პარტიებზე, დევნის დემონსტრირებას, დაწყებული სუს-იდან და დამთავრებული სხვა სახელმწიფო მანქანებით, ეს არის მმართველი პარტია და ხელისუფლება. მაქვს შესაგებებელი ინიციატივა – დაბრძანდეს ხელისუფლების წარმომადგენლები როგორც პარლამენტის, ისე მთავრობის ეშელონებიდან, მოიწვიონ საკუთარი სტრუქტურები როგორც ცენტრალური ხელისუფლებიდან, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებიდან და ერთმანეთში გააფორმონ მემორანდუმი, დადონ პირობა, რომ ისინი არ განახორციელებენ ზეწოლას კანდიდატებზე, პარტიებზე, არ გააგრძელებენ მოსმენებს, არ გამოაქვეყნებენ კადრებს და არ შექმნიან დისკომფორტს წინასაარჩევნოდ. თუ ამას გააკეთებენ ჩვენ მოვიწონებთ”, – განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს იურიდიული ძალა არ ექნება
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი „რესპუბლიკელების“, „ეროვნული ფორუმისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებთან შეხვედრას არ გეგმავს