ე.წ. მოსმენების კანონი – პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი ე.წ მოსმენების კანონზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.
ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ სასამართლოს მეგობრის სტატუსით მიმართავს.

“სწორედ ჩვენი მოქალაქეების, ყველა ჩვენგანის, თქვენი თავისუფლებისთვის, კანონზე რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მეტი ღელვა გამოიწვია, საზოგადოების აქტიურობიდან და ერთიანი სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით – სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც მე მომცემს შესაძლებლობას დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში”- განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

banner
წინა სტატიაში„არაფორმალურ მმართველობაზე პრეზიდენტის მხრიდან აქცენტი უნდა გაკეთებულიყო“ – ნიკა მელია
შემდეგი სტატია,,მან არამარტო გადამეტა უფლებამოსილებას, საერთოდ არაადექვატური იყო მთელ რიგ საკითხებთან”-ვოლსკი