ე.წ. მოდულის შენობაში “თავისუფალი ზონის” ყოფილი წევრები დაკითხვაზე იმყოფებიან

ე.წ. მოდულის შენობაში “თავისუფალი ზონის” ყოფილი აქტივისტები ბესო კალაძე, გიორგი ჭინჭარაული, ირაკლი ქომეთიანი დაკითხვაზე იმყოფებიან.

ბესო კალაძის განცხადებით, მათ მიერ დილით გაკეთებული განცხადების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და მიხეილ სააკაშვილის მხრიდან შესაძლო დესტაბულიზაციის მცდელობასთან დაკავშირებით დაკითხვაზე დაიბარეს.

„დაბარება ეხება დღევანდელ ჩვენს განცხადებას. ჩვენც გვაინტერესენს რა კითხვები აქვთ. ჩვენც მათ კითხვებს შესაბამისად ვუპასუხებთ. პირადად მე ჩემი და ჩემი მეგობრების პოზიცია დილით გახმაურდა და ამ ეტაპზე მხოლოდ გამოძიების კითხვებს ველოდები. ჩვენი მხრიდან ორგანიზაციის დატოვების მიზეზი გახდა ის სამომავლო იდეები, გეგმები რომელსაც არჩევნების შემდეგ გეგმავს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს არის ქვეყანაში დესტაბულიზაციის, არეულობის მოწყობა”, – განაცხადა ბესო კალაძემ.

თავისუფალი ზონის კიდევ ერთი ყოფილი აქტივისტის გიორგი ჭინჭარაულს განცხადებით, მათ საკმარისი არგუმენტები აქვთ, რთა საკუთარი განცხადებები დაადასტურონ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: „თავისუფალი ზონის” წევრი ბესო კალანდაძე სუს-ის მიერ გადმობირებული ადამიანია
შემდეგი სტატიათამარ ჟვანია: პოლიციის ყოფნა არჩევნებზე სულაც არ ნიშნავს რაიმე ტიპის შიშს, ძალადობას