ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ბერშუეთთან ორი ადგილობრივი დააკავეს

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბერშუეთთან შეიარაღებულმა პირებმა სოფლის ორი მკვიდრი დააკავეს. 19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილი და 27 წლის გოჩა ბერიანიძე სოფლის განაპირას მდებარე სალოცავთან იმყოფებოდნენ. თანასოფლელების განცხადებით, აღნიშნული ტერიტორია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადია და ჯავახიშვილს და ბერიანიძეს საოკუპაციო ხაზი არ გადაუკვეთავთ.
აღნიშნულ პირებთან ერთად, სალოცავთან კიდევ სამი ადგილობრივი იმყოფებოდა, თუმცა, ისინი ე.წ. მესაზღვრეების გამოჩენამდე დაბრუნდნენ სოფელში. მეგობრების დაკავების შესახებ კი, გოჩა ბერიანიძისგან შეიტყვეს, რომელმაც სატელეფონო ზარის განხორციელება მოასწრო და უთხრა, რომ ე.წ. მესაზღვრეებს ცხინვალის მიმართულებით მიჰყავდათ.

მომხდარ ფაქტზე უკვე ამოქმედდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი”

banner
წინა სტატიაშიშსს სუპერმარკეტის დაყაჩაღებისთვის ბრალდებული ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიათბილისის ბაგა-ბაღებში ახალი სასწავლო წლისთვის საყოველთაო რეგისტრაცია ხვალ დაიწყება