ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლება – მერია პროექტის განხორციელებას ვარკეთილში იწყებს

თბილისის მერია ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტის განხორციელებას იწყებს – ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კახა კალაძის თქმით, ამ ეტაპზე საუბარია ვარკეთილის მესამე მასივის მეექვსე და მერვე კვარტლებში მდებარე ოთხი მწვავედ ავარიული კორპუსის სრულად ჩანაცვლებაზე. ასევე, ვარკეთილის მასივისა და ზემო პლატოზე მდებარე ნაკლებად მწვავე ავარიული კორპუსების მაცხოვრებლების გადაყვანაზე.
კალაძის ინფორმაციით, მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით.
მისი თქმით, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული პირი ამ პროექტს განახორციელებს თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად და გარკვეული რაოდენობის ფართებს გადასცემს მუნიციპალიტეტს.
„მინდა შევეხო ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პროექტს. ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან ხშირად ვსაუბრობდი ამაზე. ბევრი სკეპტიკურად იყო განწყობილი და არ ჯეროდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ამ პროექტის განხორციელება. მხედველობაში მაქვს ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტი. ჩვენ როგორც კი მოგვეცა ოფიციალურად უფლება-მოსილება და დავიწყეთ მერიაში მუშაობა, მაშინვე შევუდექით ამ მიმართულებით სამუშაოს და პროექტების განხორციელებას, თუ რა შეიძლებოდა წარმოგვედგინა მოსახლეობისთვის.
ჩვენმა სამსახურებმა ძალიან ბევრი იმუშავეს და მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რადგან დღეს უკვე წარმოდგენილია პირველი პროექტი – მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას ვარკეთილის მესამე მასივში მდებარე 30 205 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის განვითარების მიზნით და ვიწვევთ კერძო სექტორს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაში(video) კალაძე: დღესვე დაიბარეთ კომპანია, რომელიც ყიფიანის ქუჩაზე, სამუშაოებს აწარმოებდა
შემდეგი სტატიაშაჰდენიზ 2-ის პირველი ფაზის გახსნაზე, ქართული მხარე არ მიიწვიეს-“რას უნდა ნიშნავდეს ასეთი იგნორირება?”