ე.წ. კანონიერი ქურდი “ლავას ოღლი” იმერეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორში გადაიყვანეს

news
: news იანვარი 31, 2016 11:10 განახლებულია

ე.წ. კანონიერი ქურდი “ლავას ოღლი” იმერეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორში გადაიყვანეს

მნიშვნელოვანი

  • შეგახსნებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დაკავებული და მიმდინარე წლის 30 იანვარს დეპორტირებული, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად „ლავას ოღლი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

სხვა სტატიები

მინდია გორაძე, რომელსაც ქურდული სამყარო მეტსახელით”ლავას ოღლი” ინცობს, თბლისის საერთასორისო აეროპორტში დაკავების შემდეგ ქუთაისში, იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს

დაკავებულის უფლებადამცველის თქმით, მინდია გორაძე დუმილის უფლებას იყენებს და ვარაუდობს, რომ ბრალს დღეს წაუყენებენ, ამის შემდეგ კი სასამართლო პროცესი ჩაინიშნება.

შეგახსნებთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 2015 წლის დეკემბერში მოლდოვის რესპუბლიკაში დაკავებული და მიმდინარე წლის 30 იანვარს დეპორტირებული, ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ., მეტსახელად „ლავას ოღლი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მინდია გ. (სახელისა და გვარის შეცვლამდე – გურამ ა., მეტსახელად „ლავას ოღლი“) 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარებულ იქნა რა „კანონიერ ქურდად“, დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს. მუქარით, დაშინებითა და ქურდული გარჩევების გზით იგი აიძულებდა მოქალაქეებს, შეესრულებინათ მათთვის არასასურველი ქმედებები.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებული ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გ. ფიგურირებს სისხლის სამართლის სხვა დანაშაულებშიც. ამ დროისთვის მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

გამოძიება კანონიერი ქურდობის და ჯგუფური გამოძალვის ორგანიზების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილით და 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).”, – აცხადებენ შსს-ში.

news
: news იანვარი 31, 2016 11:10 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


17,292
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics