ე.წ. ,,კანიბალიზმის საქმეზე” კიდევ ერთი პირი დააკავეს

კიდევ ერთი პირი დაკავეს ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე. გამოძიება დაკავებულს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს დღეს მიმართავენ. ”კანიბალიზმის საქმეზე” – 76 წლის ქალის მკვლელობისთვის ბექა შენგელია მარიამ ყოჩიაშვილი და არასრულწლოვანი გოგო სამართალდამცავებმა 4 ნოემბერს დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, 2016 წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის დედა, ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილის ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. ძიების მიხედვით ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს.

banner
წინა სტატიაშისინოდის წევრები გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან
შემდეგი სტატიალონდონის თავდასხმასთან დაკავშირებით შვიდი ადამიანია დაკავებული