ე.წ. გირგვლიანის შესწორებები – სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს კენჭს დღეს უყრიან

პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებებისთვის სასჯელი მკაცრდება. სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელსაც მმართველმა გუნდმა ე.წ. გირგვლიანის შესწორებები უწოდა, დღეს სესიაზე კენჭს უყრიან.

„მთავარი ამოცანაა მომავალში დავაზღვიოთ ჩვენი საზოგადოება სახელმწიფო ძალმომრეობითი მოქმედებისგან, რასაც ადგილი ჰქონდა სწორედ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, როდესაც ადგილი ჰქონდა შეთქმულებას ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია მოვახდინოთ სისტემური დანაშაულის პრევენცია,“-აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი.

ოპოზიცია მმართველ გუნდს პოლიტიკურ სპეკულაციაში ადანაშაულებს და საკანონმდებლო პაკეტისთვის მხარდაჭერას არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის პრეზიდენტმა აღიარა, რომ მისი ქვეყანა მონაწილეობდა “ნოვიჩოკის” შექმნაში
შემდეგი სტატიაპოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წევრები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ