ე.წ. ღორის გრიპზე მიმართვიანობა საავადმყოფოებში ისევ იზრდება

ღორის გრიპით დაავადებულთა მიმართიანობა ისევ იზრდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს მიმართვიანობის მაჩვენებელი ამ დროისთვის 100 ათას მოსახლეზე 273-ია.

მისი თქმით, ძირითადი მიმართვიანობა თბილისსა და აჭარაში ფიქსირდება, ხოლო სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში შედარებით მშვიდი ვითარებაა.

მისივე თქმით, წინა კვირასთან შედარებით, გამოძახებების რიცხვმა იკლო მხოლოდ შაბათს.

“თბილისში ოდნავ შეიძლება ცოტა მეტი იყოს მიმართვიანობა და აჭარაში სხვა რეგიონებთან შედარებთ,”- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაშიდღეს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება
შემდეგი სტატიაშსს-ს მაშველებმა ქედაში შვლის ნუკრი გადაარჩინეს