ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, გუშინ ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ე.წ. კომიტეტის “ფეისბუქის” გვერდზე დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1969 წელს დაბადებული მოქალაქე გორის რაიონის სოფელ ზერტის მკვიდრია.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახური დაკავებასთან დაკავშირებით მასალებს ე.წ. სასამართლოში გადასაცემად ამზადებს.

banner
წინა სტატიაში,,ძალიან ბევრი ცნობადი სახე ,,ოცნებას“ სიაზე უარს ეუბნება… ეს პარტია მოდური აღარ არის“
შემდეგი სტატიაბიზნესცენტრი და ხელოვნების შედევრები ივანიშვილის დეკლარაციის მიღმა