ძვირფასი ლითონის ნივთები დაზიანებული არაა-“ბავშვთა სამყაროს” შენობაში მოვაჭერეები, ოქროს ბირჟის საცავებში შეიყვანეს

ე.წ. “ბავშვთა სამყაროს” შენობაში მოვაჭრეთა ულტიმატუმი დაკმაყოფილებულია. ხანძრის შედეგად დაზარალებულებს, ოქროს ბირჟის საცავებში შესვლის ნება დართეს – მათ კუთვნილი ძვირფასეულობის აღწერის და ფოტო გადაღების საშუალება გამომძიებლებთან ერთად აქვთ.

ამ წუთებში ბავშვთა სამყაროს ოქროს ბირჟის საცავებში შენახული ძვირფასი ლითონის მფლობელების შეყვანა მიმდინარეობს. საცავებში გამომძიებლებთან ერთად ოთხ-ოთხი ადამიანი შედის.

ოქროს ბირჟის ერთ-ერთი მოვაჭრის ინფორმაციით, საცავებში არსებული ძვირფასი ლითონის ნივთები დაუზიანებელია.

შეგახსენებთ, რომ სავაჭრო ცენტრთან შეკრებილი მოვაჭრეები მთელი ღამის განმავლობაში ითხოვდნენ საცავებში შესვლას და კუთვნილი ნივთების გამოტანას. მათ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საპროტესტო გამოსვლებით იმუქრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ალკოჰოლური სასმელის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიათბილისის მერია დაზარალებულ მოვაჭრეებს, სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილებაში დაეხმარება