ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე სახალხო ზეიმი იმართება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სახალხო ზეიმი იმართება. ღონისძიება რამდენიმე კომპონენტს მოიცავს.

ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.ბავშვები ჯარისკაცებთან ერთად სამხედრო თამაშებს თამაშობენ. ასევე, მოწყობილია რაგბის, ფრენბურთის, კალათბურთის, ჭადრაკისა და მაგიდის ჩოგბურთის სათამაშო მოედნები, სიმულაციური სასროლი.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 მაისის ღონისძიებების მიზანი სამხედრო საქმის პოპულარიზაცია, ქართულ ჯარსა და ქართველ საზოგადოებას შორის მეტი სიახლოვეა.

დღესვე იპოდრომის ტერიტორიაზე ბრიტანელი და ქართველი სახმედროები საპარაშუტე შოუ მოაწყობენ.

banner
წინა სტატიაშივახტანგ ყოლბაია :მოლოდინი არის ის, რომ გაირკვევა დეტალები და პასუხი გაეცემა შეკითხვებს
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭოს სხდომის გამართვის დრო ჯერ დაზუსტებული არ არის