ძმები კოენებიდან ერთ-ერთმა ტრამპს სთხოვა ამერიკის ოფიციალური პოეტი გახადოს

ძმები კოენებიდან ერთ-ერთმა, აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სთხოვა ქვეყნის ოფიციალური პოეტი გახადოს – სახუმარო ღია წერილი ითან კოენმა The Huffington Post-ზე გამოაქვეყნა.
“ამერიკული პოეზია ამერიკის სიდიადეს უნდა უმღეროდეს. მოდით, გულწრფელად, ბატონო პრეზიდენტო: უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ლექსები არც თუ ისე დიდებული იწერებოდა” – წერს პროდიუსერი, სცენარისტი და პოეტი.
მისი თქმით, ექს-პრეზიდენტ ბარაკ ობამას ოფიციალური პოეტები კატასტროფულები იყვნენ, მათი ხელმძღვანელობით, ამერიკული პოეზიის უმეტესობა რიტმშიც ვერ ჯდებოდა, “რაც ქათმის სადილს გავს, მაგრამ ქათმის გარეშე”. “მეორეს მხრივ, ჩემი პოეზია ყოველთვის ირითმება” – წერს კოენი და პრეზიდენტს არწმუნებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ უნდა განიხილოს მისი კანდიდატურა, არის ის, რომ აშშ-ს ახლანდელ ოფიციალურ პოეტს ხუან ფელიპ ერერას (Juan Felipe Herrera) მალე გაადეპორტებენ.
მან, დონალდ ტრამპს ასევე, მოუწოდა, ამერიკული პოეზია ისევ დიადი გახადოს.

banner
წინა სტატიაშიავსტრია რუსეთთან მიმართებაში ამერიკისგან დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგაერომ თურქეთს ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევაში დასდო ბრალი