ძმები გაჩეჩილაძეები “მაესტროს” კრედიტორთა საბჭოს არ ესწრებიან

ძმები ლევან და გიორგი გაჩეჩილაძეები განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია მაესტროს კრედიტორთა საბჭოს სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება. ძმები გაჩეჩილაძეები სხდომას არ ესწრებიან.

ამ შეკრებაზე ტელეკომპანიის მომავალი და მაუწყებლობის ფორმა გაირკვევა. ყველაფერი მევალეების პოზიციაზეა დამოკიდებული.

კრებას გაჩეჩილაძის ადვოკატი ესწრება. ირაკლი კორძახია თქმით, ისინი კრების გადადებას ითხოვენ, სანამ მაესტროს დირექტორი არ დარეგისტრირდება.

აღნიშნული არგუმენტი მაკა ასათიანის ადვოკატისთვის მიუღებელია. გიორგი გვენეტაძისთვის გაუგებარია კრედიტორები გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნას რატომ უნდა ელოდებოდნენ.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე ვარაუდობს, რომ სახელმძღვანელოები არ გაძვირდება
შემდეგი სტატიაევროკავშირი თურქეთზე ზეწოლას აძლიერებს