ძმები დოვბაშები ტერაქტთან კავშირს უარყოფენ

 ძმები ივან და ალექსეი დოვბაშები ბრიუსელში ტერაქტთან ყველანაირ კავშირს უყარყოფენ. მათ ბელორუსის რადიო “თავისუფლებას” აცნობეს, რომ ისინი ბელგიაში ცხოვრობენ და კანონმორჩილი მოქალაქეები არიან და რომ მათ არასდროს ჰქონიათ ბელგიის სპეცსამსახურებთან პრობლემა. “ყვითელ პრესაში” ძმების შესახებ სტატია 14 მარტს გამოჩნდა. “პოლიციას ჩვენზე ძებნა არ გამოუცხადებია, დარეკვითაც კი არავის დაურეკავს. პოლიციელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს ჩვენი შემოწმება და იმის გაგება, ჩვენ ვიმყოფებოდით სირიაში თუ არა” – წერს ერთ-ერთი ძმა. ისინი სიტუაციის გასარკვევად თვითონ დაუკავშირდნენ ბელგიის სამართალდამცველებს. შეგახსენებთ, რომ დღეს რუსულმა მედიამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ევროპელ კოლეგებს ევროკავშირში შესაძლო ტერაქტზე ინფორმაცია მიაწოდა. მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შესაძლო ტერაქტის ორგანიზატორები არიან ძმები დოვბაშები. ბელორუსის მთავრობა ამბობს, რომ მათთვის ცნობილია ძმების შესახებ, მაგრამ ისინი ჯერჯერობით არ ადასტურებენ მათ მიერ ტერაქტებში მონაწილეობის მიღებას.
banner
წინა სტატიაშიბურჯ ხალიფა ბელგიის დროშის ფერებში განათდა
შემდეგი სტატიაჟირინოვსკი: “დაიკეტოს ევროკავშირის საზღვრები და გაიგზავნოს იქ რუსული სპეცრაზმი”