ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე მოგლიჯა

ძლიერ ქართან დაკავშირებით თბილისში რამდენიმე გამოძახება დაფიქსირდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ყველა ადგილზე სამაშველო ჯგუფები გავიდნენ.

„დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ქარმა ხეები მოგლიჯა. გამოძახებები ძირითადად დიღომში იყო“, – განაცხადეს სააგენტოში.

ამასთან, სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისში, ცალკეულ ქუჩაზე ხის მოგლეჯის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი შემთხვევა ელენე ახვლედიანის აღმართზე დაფიქსირდა, რა დროსაც ქარისგან მოგლეჯილი ხე მოძრავ მანქანას დაეცა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში დაჭრილ ივერი ბუაძეს დღეს მორიგი ოპერაცია ჩაუტარდება
შემდეგი სტატიადაახლოებით ერთ კვირაში გადაწყდება, გაცალმხრივდება თუ არა პეკინის ქუჩა