ძლიერმა ქარმა სოფელ ვეჯინში ეკლესია დააზიანა

ძლიერმა ქარმა გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დააზიანა, რომელსაც ეზოში მდგარი ასწლოვანი ნაძვის ხე დაეცა. მოგლეჯილმა ხემ კელიები და მიმდებარე მაღაზიაც დაანგრია. სოფელ ახაშენში კი ძულიაშვილების საცხოვრებელ სახლს სახურავი მთლიანად აქვს მოხდილი. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზებიც. სტიქიის შედეგად, არავინ დაშავებულა.

ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულებს ხვდება

banner
წინა სტატიაშიქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატია“ხელისუფლების უზურპაცია”-კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა სხდომამდე ერთი დღით ადრე შეცვალა