ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში. მოგლეჯილია რამდენიმე ხე. სოფელ ინგირში, ცენტრალურ გზაზე წაქცეულმა ხემ ელექტროენერგიის სადენები დააზიანა, რის გამოც დენის მიწოდება შეუწყდა ადგილობრივებს. წაქცეული ხეების გამო რამდენიმე წუთის განმავლობაში პარალიზებული იყო საგზაო მიმოსვლა, ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ქალაქის ტერიტორიაზეც. ყოფილი რაიონული საავადმყოფოს ტერიტორიაზე რამდენიმე ხე ერთდროულად წაიქცა, რამაც ელექტროენერგიის კაბელების გაწყვეტა გამოიწვია.ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე წაქცეული ხეების ქვეშ მოექცა ელექტროენერგიის ტრანსფორმატორიც, შედეგად კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემაც შეექმნათ.ძლიერმა ქარმა სახლის სახურავი გადახადა ტოლსტოის ქუჩაზე, ბიგვავების ოჯახში. ოჯახში მცხოვრები მარტოხელა ქალბატონის განცხადებით, მოულოდნელად მოვარდნილმა ქარმა სახურავი დააზიანა. ქალბატონი ადგილობრივი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს

banner
წინა სტატიაში(ფოტოები) ამ წუთებში წალენჯიხაში სტიქია მძვინვარებს
შემდეგი სტატიაოზურგეთში მომხდარი სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა