ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დააზიანა

ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის სოფლებში – აფენში, ლელიანში, ფოდანსა და ბოკვიანში სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები დააზიანა. ქარმა სახურავი გადახადა სათბურებს, რამდენიმე საცხოვრებელ სახლს კი სახურავი დაუზიანა. როგორც დაზარალებული მოსახლეობა აცხადებს, მოსავლის 20% გადადგურებულია.

“ძლიერი ქარი მთელი ღამის განმავლობაში ქროდა და ძირითადად სათბურები დააზიანა. მოსავლის 20% მთლიანად განადგურდა, რაც გადარჩა, იმას ხელახლა შეწამვლა უნდა. აუცილებელია, სათბურების განახლებაც, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამის თანხები ფიზიკურად არ გაგვაჩნია. ყველა ოჯახს მოსავლის მოსაყვანად ბანკებიდან ვალი გვაქვს აღებული”, – აცხადებს სოფელ აფენის მცხოვრები, შალვა შეყელაძე.

კონკრეტულად რა ოდენობის ზარალი მიაყენა ძლიერმა ქარმა ლაგოდეხს, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შემქნილი სპეციალური ჯგუფის წევრები, ამ დროისთვის დაზიანებულ ნაკვეთებს ათვალიერებენ.

banner
წინა სტატიაშიhaqqin.az – საქართველოში აზერბაიჯანული დელეგაცია არ შეუშვეს
შემდეგი სტატია“უახლოეს მომავალში საქართველოსა ან უკრაინის ალიანსში მოწვევაზე კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობა არ არის”