15 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად სამი მდინარე, ბასლა, გიროკვარა და ადზაპში, რომელიც სოხუმში მიედინება, კალაპოტიდან გადავიდა და მიმდებარე ტერიტორიები დატბორა – ადგილობრივი მედია წერს. დატბორილი იყო მდინარეებთან მდებარე ქუჩები და სახლები, ასევე, ქალაქ სოხუმის ცენტრი. სპეციალურმა სამსახურებმა საავარიო გასასვლელები და არხები გახსნეს, რომ წყალი ზღვაში ჩასულიყო.
დღეისათვის კომუნალურმა სამსახურებმა ქუჩების ტალახისგან და წყლისგან მოტანილი ნაგვისგან წმენდა დაიწყეს.