ძლიერი წვიმის შედეგად ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

ძლიერი წვიმის შედეგად ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. ნანგრევების ქვეშ მსუბუქი ავტომობილი მოჰყვა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რუსთავი 2”-ს განუცხადეს, შემთხვევა დილით დაახლოებით, 10:00 საათზე მოხდა. მათივე ინფორმაციით, ჩამოინგრა ავარიული შენობის კედელი, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ფოტო : “რადიო თავისუფლება”

banner
წინა სტატიაშინათელაშვილი საერთო სახალხო საპროტესტო მოძრაობის დაწყებას აანონსებს
შემდეგი სტატიაკუპრავას თავს დაესხნენ და იძულების წესით ამოიყვანეს, ეს არის მნიშვნელოვანი დარღვევა – ადვოკატი ნესტან ლონდარიძე