ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მობილიზებულია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 00:55

ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მობილიზებულია

მნიშვნელოვანი

  • ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მობილიზებულია

სხვა სტატიები

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისში შექმნილი პრობლემების გამო, სრულად მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

„ამ წუთებისთვის ყველაზე მეტი შეტყობინება შემოსულია გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროსადგურ „ახმეტელის“ შესასვლელი, მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ.

წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოვარდნილი წყლის მასის გამო, მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას.

ამ წუთებისთვის მეხანძრე-მაშველები ხუთი სახლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ასრულებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ივნისი 12, 2018 00:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics