ძლიერი წვიმა და თოვლი – მომდევნო დღეების მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

საქართველოში ამინდი 15 ნოემბრიდან გაუარესდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სპეციალისტების თქმით, ხვალ, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი დღისით შესაძლებელია მცირე წვიმა.დასავლეთ საქართველოში დღისით +20 +25 გრადუსა ნავარაუდები, აღმოსავლეთ საქართველოში კი + 13 +18 გრადუსი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში +14 +16 გრადუსს პროგნოზირებენ.
15 ნოემბერს მთელი საქართველოს მასშტაბით იწვიმებს და ჰაერის ტემპერატურაც საგრძნობლად დაიკლებს. უფრო კონკრეტულად, დასავლეთ საქართველოში +10 +15 გრადუსის ფარგლებში იქნება, აღმოსაველთ საქართველოში კი უფრო ნაკლები.

წვიმიანი ამინდები მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი.

banner
წინა სტატიაში“შავ პარასკევს” ჩინურმა ალიბაბამ რეკორდული გაყიდვები აჩვენა
შემდეგი სტატიატრამპის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი ბორის ჯონსონს ესაუბრა